პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციისეულ ვერსიას უყრიან კენჭს. ოპოზიცია პროექტის ამ ვერსიაში უპირატესობას მეტ კონკრეტიკაში ხედავს.
შალვა შავგულიძის თქმით, მათი შეთავაზებაა, რომ ამნისტია შემოიფარგლოს მხოლოდ სამოხელეო დანაშაულებით და არ მოხდეს არაფორმალური თანამონაწილის ამნისტირება, რომელიც არაა სახელმწიფო მოხელე.
საპირისპიროს ამტკიცებს უმრავლესობა და ოპონენტების ვერსიის მხარდაჭერას არ აპირებენ. მათი თქმით, ქართული ოცნების ვერსია შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ზუსტად ასახავს.