LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართება

ყვითელი ჟილეტების აქცია

დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 – პარიზში.

საპროტესტო აქციების გამო, ეიფელის კოშკი და ლუვრი დახურული იქნება ვიზიტორებისთვის. ასევე გაუქმდა ფეხბურთში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაში, რომელიც „პსჟ“ და „მონპელიეს“ შორის უნდა გამართულიყო.

უსაფრთხოების ამგვარი განსაკუთრებული ზომები იმით აიხსნება, რომ მოსალოდნელია უფრო დიდი მასშტაბის არეულობა და ძალადობა, ვიდრე 1-ლი დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მოხდა. სამართალდამცველები ასევე ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციებზე მივლენ ულტრამემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის მესამე ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. დაკავებულია ასობით ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები