LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „ოქროს ტალღის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

72

დღეს, 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” წარმოგიდგენთ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას „ოქროს ტალღა”. ის უკვე მეხუთე წელია იმართება. გრანდიოზული ღონისძიებით არა მხოლოდ კონკურსის, არამედ რადიო „ფორტუნას” იუბილეც აღინიშნება, მას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.

კომპეტენტური ჟიურის გამოკითხვის შედეგად, დღეს საღამოს, ცერემონიაზე, დასახელდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები, მათ შორის იქნება მთავარი პრიზის, წლის სიმღერის მფლობელიც. მე-15 ნომინაცია კი, ინტერნეტრჩეული, ხმის მიცემის წესით გამოვლინდა.

საღამოს სტუმრებს შესანიშნავი მუსიკალური ნაწილი ელოდებათ – ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ნიკოლოზ რაჭველის, ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძის, სოფო ნიჟარაძის, სტეფანეს, ნინო ქათამაძის, “შვიდკაცასა” და ნინა სუბლატის მონაწილეობით. ცალკე აღვნიშნავთ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულ ამერიკელ შემსრულებელს, ლიზა ფიშერს. “გრემის” მფლობელი მომღერალი ორკესტრთან ერთად თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე ცნობილ კომპოზიციას შეასრულებს. საღამოზე ასევე შეაჯამებენ რადიო “ფორტუნას” განვლილ 20-წლიან გზას, გველოდება ძალიან საინტერესო სიურპრიზები რადიოს ძველი პოპულარული სახეების მონაწილეობით… ღონისძიებისთვის ყველაფერი მზადაა, რეპეტიცია გავლილია, წითელი ხალიჩაც მალე გაიშლება, სადაც საღამოს რვა საათიდან სტუმრები დაიწყებენ გავლას…

“ოქროს ტალღის” მეხუთე, საიუბილეო წელიწადი მართლაც გამორჩეული იქნება და ამაში თავად დარწმუნდებით. თუკი ღონისძიებას ვერ ესწრებით, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – მას ტელეკომპანია “რუსთავი 2” იღებს და ამ არხის ეთერში მალე ვიხილავთ. გარდა ამისა, თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ “ფეისბუქ”-გვერდს, საიდანაც ჩართვებს შემოგთავაზებთ.

 

ღონისძიების მხარდამჭერი: თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

გენერალური სპონსორი: „თეგეტა მოტორსი“

გენერალური პარტნიორი: არტისტ იუნიონ „კონცეპტ არტი“

ინტერნეტსპონსორი: დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“

სპონსორი: ავეჯის ცენტრი „პანორამა და კლასიკა“

ოფიციალური გადამყვანი: „თურქიშ ეარლაინსი“

„ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“

პროექტის მასპინძელი: სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“

პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“, „ნატალი ჯგუფი“, „ახალი ნათება“, tkt.ge, ლაუნჯ-რესტორანი “დორსი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „იბერია“, „პირველი არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მიუზიკბოქსი„, „პალიტრა ტვ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები