ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციამ (ESM) გამოაქვეყნა “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლის შუალედური შედეგები. ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია რომის “ლაციოს” ფორვარდი ჩირო იმობილე, რომელიც სულ მცირედით უგებს “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს ედინსონ კავანის.
საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგი შემდეგნაირად დგება: ჩემპიონატში გატანილი გოლები მრავლდება ლიგის კოეფიციენტზე, რომელიც დამოკიდებულია უეფას რეიტინგში ქვეყნის პოზიციაზე.
დღევანდელი მონაცემებით, “ოქროს ბუცის” მაძიებელთა TOP5 ასე გამოიყურება:
1. ჩირო იმობილე (“ლაციო“) – 40 ქულა (20 გოლი)
2. ედინსონ კავანი (პსჟ) – 38 ქულა (19 გოლი)
3. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) – 36 ქულა (18 გოლი)
3. მაურო იკარდი (“ინტერი”) – 36 ქულა (18 გოლი)
5. მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) – 34 ქულა (17 გოლი)