“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებისა და ხმათა 53%-ის მიღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან.
ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს ოპოზიციონერი გიგი უგულავა და წერს, რომ მისი აზრით ოპოზიცია პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს.
“ჩემი აზრით:
1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან;
2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას, შესაბამისად მთავრობისგან გადაგდებულ უცხოელ პარტიორებს სივრცე, რომ დააბრუნონ ოცნება შეთანხმებაში;
3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება;
4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს, დღეს “ოცნებამ” საქართველოში გააუქმა არჩევნები.” – წერს უგულავა “ფეისბუქში”.