„რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ და ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხები“ – სწორედ აღნიშნული თემები იქნება დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარი განსახილველი საკითხები შეხვედრაზე, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
მოსკოვი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რაც ერთ-ერთ პუნქტად გულისხმობს იურიდიული დოკუმენტის მიღებას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და შეწყვეტს სამხედრო აქტივობას რუსეთის საზღვრებთან.
მოსკოვის საპასუხოდ კი, ნატო-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდება.