LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ნაკრები იკრიბება: ბილეთის ფული ბორჯომის ტყისაა

18

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის 28 აგვისტოს შეიკრიბება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ირლანდიასთან და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 26 ფეხბურთელით მოემზადება. ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში თბილისის „ლოკომოტივის“ წევრი ირაკლი სიხარულიძე გამოიძახა, ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელი ამ დროისთვის 19 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია. საქართველოს ნაკრები სასტუმრო „ჰუალინგში“ იცხოვრებს.

საქართველო-ირლანდიის შეხვედრა თბილისში 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ავსტრიისა და საქართველოს მატჩი ვენაში, 5 სექტემბერს 22:45 საათზე შედგება. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.

 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

ამ დროისთვის, კიდევ 8 ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

 

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში იყიდება.
მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები