LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს მსოფლიოში კარფენტანილით ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო.. ის, რომ კარფენტანილი არის საქართველოში ეს ეჭვს არ ბადებს“- როგორია ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის რეკომენდაციები

1651
BeFunky-collage

ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად თბილისში მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი გამოჩნდა, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ფენტანილი, ისევე როგორც მისი ანალოგები, ძლიერი სინთეტური ოპიატია და ის 10 000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი და სამედიცინო ჰეროინი.

როგორც ნარკოლოგი წერს, დღეს მსოფლიოში ფენტანილით ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო.

ზურა სიხარულიძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს:

“ფენტანილი და მისი ანალოგები არის სინთეტური ოპიატები ასევე, როგორიც არის კარფენტანილი, რემფენტანილი და სხვა.

ის 10 000-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მორფინი და 1 000-ჯერ უფრო ძლერი ვიდრე სამედიცინო ჰეროინი.

დღეს მსოფლიოში კარფენტანილით ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო. ის, რომ კარფენტანილი არის საქართველოში ეს ეჭვს არ ბადებს, ოღონდ რა რაოდენობით, ვინ მოიხმარს და რა სახით, სამწუხაროდ დღეს არავინ იცის. შავ ბაზარზე რა ხდება ვერცერთი ექსპერტი და ვერც ხელისუფლება ვერ იტყვის რადგან ეს მხოლოდ ეჭვებზე და ვარადუბზე არის დაფუძნებული და არანირი კვლევა არ ტარდება.

ის ფაქტი რომ კონტროლი რთულია ესეც მართალია, ის იყიდება ინტერნეტ პლატფორმებზე და მისი მოპოვება არც ისე რთულია!!

ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ!

“თეთრი ჩინელი” – ასე უწოდებენ მას რუსეთში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

რატომ ასაღებენ მას და ურევენ სხვა სტიმულატორებში? ვინაიდან თავისი სტრუქტურიდან და ბიოქიმიიდან გამომდინარე ის თავიდან როგორც სტიმულატორი მოქმდებს, მერე ადამინი გადადის ღრმა ძილში და ვითარდება ოპიატებისთვის დამახასითებელი ზედოზირების ნიშნები- სუნთქვის და გულსისძარღვთა უკმარისობა, კომა და სიკვდილი!!

რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს არ მოხდეს?

1. არ მივიღოთ უცნობი ნარკოტიკი რომელსაც ასაღებენ, როგორც უვნებელ და გასართობ საშუალებად !! ყველაზე დიდი საფრთხეში არის ის ვინც რეკრეაციული მიზნით მოიხმარს ნარკოტიკს, რადგან ტოლერანტობა აქვს ნარკოტიკის

მიმართ პრაქტიკულად ნული !

2.ვეცადოთ გამოვიყენოთ ტესტები, რომლებიც გვანახებს რა სახის ნარკტიკია. ეს დღეს შესაძლებელია საქართველოში და შეგიძლიათ მიმართოთ ორგნაიზაცია მანდალა • Mandala, რომელიც ანონიმურად დაგეხამრებათ ამ საკითხებში გაგიწევთ კონსულტაციას – რა ზიანი მოაქვს ამა თუ იმ ნარკოტიკს და როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციაში.

3.თუ შენიშნეთ რომ ცუდად ხდებით და ძილისკენ მიდიხართ ან ძლიერი სისუსტე გაქვთ, ეცადეთ არ დარჩეთ მარტო და თხოვეთ თქვენ ახლობელებს მარტო არ დაგტოვონ, ნუ აყვებით პანიკას თუ მარტო ხართ, არ ჩაიკეტოთ ოთახში, თხოვეთ ვინმეს რომ რაღაცა დროის შემდგომ გადმოგირეკონ და მოგიკითხონ.

4.გამოიძახეთ სასწრაფო დახამრების ბრიგადა, ნუ გეშინიათ, ნუ ეჩხუბებით იპერატორს, ეცადეთ სწორედ უთხრათ სად ხართ, თუ თქვენ არ შეგიძლით თხოვეთ თქვენს ახლობელს მეგობარს ვინც იცის სად ხართ და აუხსნის ყველაფერს.

5.გამოიყენეთ ნალოქსონი (ნარკანი)თუ გაქვთ!

გაუფრთხილდით თავს ნარკოტიკთან თამაში არ მთავრდება კარგად !! მითუმეტეს თუ არ იცით რა არის!

ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არა აქვს!

იპიატი და მისი ანალოგები იწვევენ ზედოზირებას და არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი და იწვევს სუნთქვის და შემდგომ გულსისღძრღვთა მწვავე უკმარისობას სიკვდილი შეიძლება დადგეს ნებისმსიერი მოხმარების და დოზის დროს !!”,-წერს ზურა სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები