LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს

767
Capture

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს მასშტაბით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როდესაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრის შედეგად ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები კი განადგურდნენ. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. იმ დროს გარემოს დაცვა პოლიტიკურ დღის წესრიგის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. ორი წლის შემდეგ, ადამიანის საარსებო გარემოს შესახებ გაეროს კონფერენციამ, რომელიც 1972 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, ადამიანებს, სხვა ცოცხალ სახეობებსა და ჩვენს პლანეტას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების საყოველთაოდ აღიარებასა და გაცნობიერებას დაუდო სათავე.

ამ დღის მთავარი იდეა, რომლის უკანაც მილიონობით ადამიანი გაერთიანდა, გარემოს დაცვის მხარდაჭერა და პლანეტის დაცვაა.

 

საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძეიბაში ჩართულ ქვეყნებს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით 1990 წლიდან შეუერთდა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უუერთდება, ისინი ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.

 

 

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია იმ გარემოს სიჯანსაღესთან, სადაც ის ცხოვრობს, პლანეტის დაბინძურებისგან დაცვით კი თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები