LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მოძრაობა „სირცხვილია“ დაუმორჩილებლობის მარშს გამართავს

70
146422741-699492327322627-7317264156343251126-o

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშს გამართავს. აქცია 20:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, „დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშში“ მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

“როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას
და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს
ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება!

საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის . 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!.”- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები