საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს სასამართლო პროცესი გაიუმართება.
დაესწრება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომას, უცნობია.
გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი წინა სასამართლო სხდომას არ დაესწრო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ყოფილი პრეზიდენტი პროცესზე დღეს ეტლით მიიყვანონ.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. მათი თქმით, ისინი კიდევ ერთხელ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ყოფილი პრეზიდენტის გარდა უკანონო ქმედებას საქმესთან კავშირში მყოფი კიდევ 4 პირს ედავებიან.
“პროცესი არის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოში დაბრუნებას. გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობები და ამას გავაჟღერებთ პროცესზე. იმედია მოსამართლე ამ შუამდგომლობებს განიხილავს მხოლოდ სამართლის ჭრილიდან და არა პოლიტიკური პერსპექტივიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის არ დასწრებია არც წინა რამდენიმე პროცესს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების პირობებში ბუნებრივია მოსალოდნელი არ არის, რომ ის პროცესზე გამოცხადდეს,” – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.