LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

91
xareba

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან ჩაატარებს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

დღესასწაულის სახელწოდება-ხარება-მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე-ძე ღვთისა.

წმინდა წერილის თანახმად, გაბრიელ მთავარანგელოზი ქალწულ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის ძეს ღვთისას შობდა და ამით ის ძე კაცისა გახდებოდა. მარიამმა ანგელოზს მიუგო: “აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ”. ამ ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე ღმერთი ვერ განკაცდებოდა.

საეკლესიო თქმულება ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალწულ მარიამს მთავარანგელოზი გამოეცხადა, ის წინასწარმეტყველ ესაიას წიგნს კითხულობდა, სიტყვებს მესიას დაბადების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები