LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

54
43830d222d2f0ffac3d237f532397f2f-XL

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ტაძრებში დილიდან სადღესასწაული წირვა ჩატარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას დილიდან სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, რის შემდეგაც ის მრევლს ქადაგებით მიმართავს.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისში იწყება.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ, იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები