LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მარშალ გელოვანის გამზირი დროებით გადაიკეტება

მარშალ გელოვანი

მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება (დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით) და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი.

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო ნაკადი გადაადგილებას შემოვლითი გზით, ვაშლიჯვრის დასახლების გავლით შეძლებს.