დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს იუბილარია. 38 წლის გახდა.
დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე წერს, რომ ოჯახი ციხიდან მის ცოცხლად დაბრუნებას ნატრობს.
„დღეს მამა გიორგის დაბადების დღეა. 38 წლის გახდა. უკვე მე-6 დაბადების დღეს ხვდება საპყრობილეში. ახალგაზრდობის საუკეთესო წლები უბრალოდ გააქრეს მის ცხოვრებაში. ვინ ან რა აუნაზღაურებს ასეთ დანაკარგს?!
ამ უსამართლო ქვეყანაში დანაკარგის ანაზღაურებაზე ვინ ფიქრობს, იმას ვნატრობთ ოჯახი, რომ უბრალოდ ცოცხალი დაგვიბრუნდეს“. – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.