თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კანდელაკის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.
მოეწყობა საფეხმავლო ტროტუარები და გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
კანდელაკის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დღეს, 20:00 საათიდან 11 სექტემბრის 07:00 საათამდე კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ამ პერიოდში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.
კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ტროტუარები და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
სამუშაოები თებერვალში დაიწყო და სამ თვეში უნდა დასრულებულიყო.