LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ივანიშვილს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ეს სამი ირაკლია, არ ჰყავს..“ – როგორ უნდა გავიგოთ სენატორების გზავნილები

407
შაჰინი და ბიძინა

„ეს განცხადებები არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიამერიკულიც არის. ამერიკის პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერაა. თუკი საქართველოს ამერიკის მხრიდან ხელშეწყობა შეუმცირდება, ამერიკის გავლენა შემცირდება კავკასიაში“, – ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამერიკელი სენატორების განცხადებების კომენტირებისას.

როგორც ექსპერტმა „ფორტუნას“ განუცხადა, ჯინ შაჰინის მიერ დღეს გამოთქმული პოზიცია ახალი არ არის, რადგან საკუთარი პოზიციით სენატორი აქამდეც ცნობილი იყო.

„რატომ გაკეთდა ეს განცხადებები მაინცდამაინც ახლა? ერთი შეხედვითაც ყველაფერი ნათელია. თავიდან ომზე იყო აქცენტები და ახლა იმაზეა, რომ „ნაციონალების“ მოყვანა გინდათო.

ფაქტობრივად, თუ ორივე განცხადება  „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში ჯდება. საქართველოს, გინდ ევროკავშირის და გინდ ამერიკის მიმართულებით, ურთიერთობის სირთულეები გაუჩნდება. იბრძვიან ისე, როგორც შეუძლიათ.

 

 

რა თქმა უნდა, ხელისუფლების ოპოზიცია შეეცდება გაართულონ დასავლეთთან და ამერიკასთან ურთიერთობა.

კელი დეგნანის საყვედური მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ შაჰინი რაში ხედავს მთავრობის გადახვევას კურსიდან, ეს ფაქტობრივად,  ამ გამოსვლაში არ უთქვამს.

„საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა – გვაშფოთებს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა“: კარენ დონფრიდი

გინდ, რუსეთთან ურთიერთობასა და გინდ სხვა საკითხებზე, ფაქტებით, ვილაპარაკოთ. არ ჩანს არგუმენტები, რომ ხელისუფლებამ რაღაც დააშავა. თუმცა, თუ ხელისუფლებამ არაფერი თქვა, შეიძლება, უფრო გართულდეს ურთიერთობა.

თუ საქართველოს ამერიკის მხრიდან ხელშეწყობა შეუმცირდება, ამერიკის გავლენა კავკასიაში შემცირდება. ხოლო სატრანზიტო ხაზები, რომელმაც გეგმის თანახმად, რუსეთის მაგივრად კავკასიაში უნდა გაიაროს, შეიძლება ისევ რუსეთს დაუბრუნდეს .

ფაქტია, ეს განცხადებები სირთულეებს შეუქმნის ამერიკის პოლიტიკას. წავა თუ არა ამერიკა ამ ნაბიჯზე ისე, რომ არგუმენტები არ გაისმას, ჯერ არ ვიცით. ამიტომ მეეჭვება, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტის დიდმა ნაწილმა, ასეთი, უკვე არაერთგზის გახმოვანებული  პოზიციები აიტაცოს და გაამყაროს, იმ დროს, როცა კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება უკრაინის ომის ფონზე.

ვნახოთ,  როგორ განვითარდება მოვლენები და დაფინანსდებიან თუ არა NGO-ები“. – ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ფორტუნასთან“.

 

 

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, შეფასებები, რაც შაჰინის განცხადებებს მმართველ გუნდში მოჰყვა, საქართველოსთვის დამღუპველია. 

ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ სენატორის განცხადებებზე მმართველი გუნდის დღევანდელ შეფასებებს გამოეხმაურა და თქვამ, რომ „წარმოუდგენელი რამ არის, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარები“. მისივე შეფასებით, „ხელისუფლების დღევანდელი განცხადებებით საქართველო უფრო მეტ ჩიხში შედის“

„შაჰინის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი განაყოფების მხრიდან, მე ვიტყოდი, რომ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობდა. რა არ დააბრალეს ამერიკელებს.

ის, რომ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ; საქართველოში ხოცვა-ჟლეტა უნდათ; რომ ბიძინას პირადი პრობლემებიც ამერიკელებისგან მოდის. დაახვავეს „პროპაგანდისტული მარგალიტები“, რითაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ანტიამერიკული განწყობები გამოიწვიეს.

ეს ყველაფერი აბსოლუტურად სპეკულაციური იყო. ბუნებრივია, ამაზე ამერიკელებს ექნებოდათ რეაქცია. სენატორ შაჰინის განცხადება ზუსტად ასე უნდა გავიგოთ.

ფაქტობრივად, სრულ კომფრონტაციაზე მიდიან. ნაცვლად იმისა, რომ შეეცადონ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან დაალაგონ ურთიერთობა, ვხედავთ აბსოლუტურად თავხედურ, გაუგებარ განცხადებას.

სენატორი შაჰინი არის საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელი, რომლის დამოკიდებულება საქართველოსადმი ფაქტობრივად, პირდაპირ აისახება შეერთებულ შტატების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.

ზარქუამ საერთოდ სისულელეები და სიბრიყვეები განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ, გაუგონარი რამ ილაპარაკა.

დღეს ბიძინა ივანიშვილს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ეს სამი ირაკლია, არ ჰყავს.

ღარიბაშვილი, კობახიძე და ზარქუა – ეს სამი ირაკლია ბიძინა ივანიშვილის პრობლემების მთავარი წყარო. მათი ბრიყვული და თავხედური განცხადებები საბოლოო ჯამში, ქართულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას უქმნიან. ამასთანავე ბიძინას უქმნიან პირად პრობლემებს.

აქ მხოლოდ დაფინანსებაზე არ არის საუბარი. ნუ დავავიწროვებთ თემას. აქ ფულზე არაა საუბარი.

ფულის გარეშე კიდევ რაღაცნაირად ვიარსებებთ, მაგრამ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე რანაირად ვიარსებებთ?

ფულის შეწყვეტა არის ირიბი მაჩვენებელი, იმისა, რომ ურთიერთობა ფუჭდება ამ ორ ქვეყანას შორის.

„აი, ეს არის გზა, რომელიც „ოცნებამ“ აირჩია - რუსეთისკენ მიმავალი“ - ოპოზიციის შეფასება სენატორ შაჰინის განცხადებაზე

„კობახიძემ განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მამუკა მდინარაძემ სენატორი შაჰინის განცხადება დაუკავშირა ევროკომისრის განცხადებას. მეტი სისულელე შეიძლება გააკეთოს ადამიანმა? კავშირი სადაა, მე არ ვიცი.

შაჰინი გამოვიდა იმიტომ, რომ ვარჰეის განცხადება გადაეფარა? ვარჰეისა და შაჰინის პოლიტიკური წონა ვინმეს წარმოუდგენია რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ერთმანეთთან? აბსოლუტური კატასტროფაა.

ჩვენ მარტო ვერ ვიარსებებთ ამ სამყაროში. ჩვენ ძალიან მარტივი ალტერნატივა გვაქვს. ან აშშ-ს შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქვეშ უნდა ვიყოთ, ან რუსეთის. ილუზიაა, რომ კიდევ სხვა არსებობს და ბალანსები ვეძებოთ.

თუ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიფუჭებთ ურთიერთობას, ავტომატურად რუსეთის გავლენის სფეროში შევდივართ. სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს როგორც პატარა ქვეყანას. მარტივია ყველაფერი და ჩვენც გავამარტივოთ“. – ამბობს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“.

შაჰინი საქართველოს ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანას ცდილობს – რას ამბობს მმართველი გუნდი სენატში გამოთქმულ კრიტიკაზე

ცნობისათვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფა „მის ქცევასთან იყოს დაკავშირებული“.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ხედავენ, ძლიერ აშფოთებთ, „რადგან ხედავენ „დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები