LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ის დღე დადგა, როდესაც თბილისში უკვე მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსი.. ძალიან ბევრ პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევს ქალაქში“ – ირაკლი ხმალაძე

164
Untitled design (2)

დღეიდან, დედაქალაქში N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „თებერვლის ბოლომდე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სრულად იქნება შეშვებული ქსელში და დაიწყებენ მგზავრების მომსახურებას“.

„დღეს ის დღე დადგა, როდესაც თბილისში უკვე მოძრაობს 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ეს არის 9 ავტობუსი იმ 50 ერთეულიდან, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება და ეტაპობრივად იქნება შეშვებული სისტემაში. ეს ძალიან ბევრ პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევს ქალაქში. მაგრამ მთავარია ის, რომ წლის ბოლომდე, ჯამურად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიდეს. ამით მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი და, ცხადია ჩვენი მოქალაქეების კომფორტი“, – განაცხადა ხმალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები