დღეს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავა. განცხადება 22:00 საათზე გავა ეთერში.
ბიძინა ივანიშვილის შვილი ტელეკომპანია “პირველის” მიერ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ კითხვებს პასუხს “იმედის” ფაქტორში გასცემს.
შეგახსენებთ, 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში, ტელეკომპანია „პირველის” ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი უცენზურო კომენტარები დაწერეს.
ჩანაწერების თანახმად, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 9 მარტს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებს შეიცავს, გამოძიება ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი