LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს იმ ადამიანების გახსენებაა, ვინც ასე უაზროდ შეეწირა სტიქიას, ჩემი პატარა მეგობარი ივლიტა წყალმა მის გიორგის ხელიდან გამოსტაცა.. შემთხვევით გადავრჩით ამ დღეს“ – რას წერს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

381
fot

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია 13 ივნისის ტრაგედიის დღეს იხსენებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ „დღეს იმ ადამიანების გახსენებაა, ვინც ასე უაზროდ შეეწირა სტიქიას, და იმ არაჩვეულებრივი ახალგაზრდობის, რომელმაც მათი მშობლების მიერ გაფუჭებული საქმე ტალახში დგომით გამოასწორეს ერთ თვეში“.

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა 

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„13 ივნისი.

ეს დღე ყველაზე დიდი დღე იმიტომაა რომ ჩემი შვილი დაიბადა.

ყველაზე მძიმე დღე, იმიტომ რომ შემთხვევით გადავრჩით ამ დღეს, როდესაც მდინარე ადიდდა და პირველი ჩვენი სახლი და ეზო წაიღო, სადაც ალბათ, ზუსტად იმ დროს სუფრა შეიძლებოდა გაშლილიყო რომ არა სახლი წოდორეთში.

დაღუპული და დაკარგული ადამიანები ჩვენს გვერდით, ჩემი პატარა მეგობარი ივლიტა, რომელიც წყალმა მის გიორგის ხელიდან გამოსტაცა. ყველაფერი გვახსენდება..

მანამდე მდინარე ორჯერ ადიდდა, წალეკა ეზოები, ტრაქტორებით ვასუფთავებდით ხეობას, გეგონება ორჯერ გააფრთხილა ქალაქი რომ მოვდივარ და მოემზადე უფრო ცუდისთვისო..

ვწერდით წერილებს უწყებებს რომ განძრეულიყვნენ, არც უსმენდნენ არავის.

კი, მდინარეს ესენი ვერ გააჩერებდნენ მაგრამ სულ მცირე იყო საჭირო – მდინარეზე წყლის საზომი სკანერები დადგმულიყო რომელიც, ადრეულ განგაშის სიგნალს აძლევს 112, და ყოფილიყო საგანგებო ევაკუაციის გეგმა, მეტი არაფერი. ყველა გადარჩებოდა.

ეს სკანერები ტრაგედიიდან მესამე დღეს სასწრაფოდ მიიტანეს და დადგეს, როდესაც 25 ადამიანი უკვე დაღუპული იყო და ისინი არავის სჭირდებოდა .

დღეს ეს ( სიტყვა ჩაწერეთ) ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს, ზოგი სად და ზოგიც სად უმაღლეს თანამდებობებზე.
კარგი მოვრჩეთ, აქ საზოგადოების მორალზე არაა საუბარი, ეგ საკითხი გარკვეულია დიდი ხანია, ვიცით კარგად სადაც ვცხოვრობთ…

დღეს იმ ადამიანების გახსენებაა, ვინც ასე უაზროდ შეეწირა სტიქიას, და იმ არაჩვეულებრივი ახალგაზრდობის, რომელმაც მათი

მშობლების მიერ გაფუჭებული საქმე ტალახში დგომით გამოასწორეს ერთ თვეში“, – წერს ირაკლი ჟვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები