LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გვაქვს ისტორიული მომენტი, როდესაც უნდა დავასრულოთ ქიშპობა და ზეპარტიულ საკითხზე გავერთიანდეთ – ალექსანდრე მოწერელია

63
gnwrt

დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული მომენტი, როდესაც უნდა დავასრულოთ ქიშპობა და ზეპარტიულ საკითხზე გავერთიანდეთ, – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს.

მისი თქმით, უკრაინაში დაიწყება საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც დაასრულებს საქართველოში რუსეთის ოკუპაციას და საქართველო დაადგება დემოკრატიზაციისა და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას.

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელ ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს ასე უთანასწორო ბრძოლაში იბრძვის და აგრძელებენ საუკუნეების წინ დაწყებულ ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. სწორედ უკრაინაში დაიწყება საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს საქართველოში რუსეთის ოკუპაციას და საქართველო დაადგება დემოკრატიზაციისა და ევროინტეგრაციის შეუქცევად პროცესებს და გზას. მე ასევე მინდა შევეხო გუშინდელ გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტის, მინდა გავიზიარო მისი მოწოდებები.

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

მე მინდა ყველას ჩემს კოლეგებს მოგიწოდოთ, როგორც ამ დარბაზში მსხდომთ, ასევე ამ დარბაზის გარეთ მყოფ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული მომენტი, როდესაც უნდა დავასრულოთ ქიშპობა და ზეპარტიულ საკითხზე გავერთიანდეთ.
ქართველი ერი არის მაღალი ინტელექტისა და ზნეობის მატარებელი ერი, იმისათვის რომ ერი იყოს ბედნიერი ჩვენ გვევალება, ხელისუფლებას ევალება, რომ მას მიაწოდოს ასევე ის საზრდო, მაღალი ინტელექტუალური და ზნეობრივი, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანაში დაიწყოს წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა.

დღეს უკრაინის ერს ეს საზრდო აქვს და ის აჩვენებს მთელი მსოფლიოსთვის გმირობასა და თავდადების გასაოცარ მაგალითებს. დღეს უკრაინამ მოახერხა ის, რომ მთელი მსოფლიო არის გაერთიანებული და სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხის , ჩვენი სუვერენიტეტის , ჩვენი მომავალი წყდება იქ.

მე ასევე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ გავერთიანდეთ დავსახოთ სამოქმედო კონკრეტული გეგმა. რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ, რა არის ჩვენი ნაბიჯები და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამჭვირვალედ.

ჩვენი ურთიერთობები ჩვენს ერთან, მოსახლეობასთან უნდა იყოს გამჭვირვალე სხვანაირად დამერწმუნებით ჩვენი ერი ყველას ჩვენ გაგვიშვებენ პოლიტიკურ მოუსავლეთში” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთთან პოლიტიკური ფლირტის მომხრეები, საქართველოსთვის დამღუპველია.

” თქვენ ყველას, იმ ადამიანებს თუ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც არიან მომხრე რუსეთთან პოლიტიკური ფლირტის, შეგახსენოთ ისტორიის მაგალითები. მე-16 საუკუნიდან დაწყებული, როდესაც კახეთის სამეფომ დაამყარა ურთიერთობა ოქროს ურდოს მემკვიდრე მოსკოვის რუსეთთან , იმ დროიდან მოყოლებული რუსეთს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. ეს არის პოლიტიკა, სხვისი ტერიტორიების მიტაცების, ერების გენოციდის, მუხანათობის , ორპირობის, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა საქართველოს ოკუპაციით, შემდეგ ანექსიით და ჩვენი ეკლესია- მონასტრების გადაღებვით და უდიდესი მსხვერპლით.

ასე რომ ეს პოლიტიკა არის საქართველოსთვის დამღუპველი და ჩვენი ერთადერთ გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ დღეს ჩავიცვათ ყველამ რკინის ქალამნები, ვიყოთ ევროპაში და ვიყოთ ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებთან და ვიდგეთ მათ ზღურბლთან.
დღეს, როგორც არასდროს ისე უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძალიან აქტიური, იმისთვის რომ გამოვიყენოთ მომენტი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში.

ჩვენ დღეს ვიმყოფებთ ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის . სამწუხაროდ, იმდროინდელი მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად დაეჭირა მხარი ჩვენი პირველი პრეზიდენტის ბრძოლისა და მოწოდებებისთვის. დღეს, მთელი მსოფლიო არის კონსოლიდირებული, ჩვენი ადგილიც აქ არის და გამოვიყენოთ ეს მომენტი.

ნუ დავუკარგავთ შანსს ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს აუცილებლად ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას გამოაცხადოს მორატორიუმი სიძულვილის ენაზე, დავსხდეთ და ერთ ზეპარტიულ საკითხზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე შევთანხმდეთ და ვიმუშაოთ საგნობრივად” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო უფრთხილდებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს, ვიდრე ოპოზიციის დიდი ნაწილი: ხელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები