LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს გავიგე რამდენიმე ამბავი, თამთა დემურიშვილი იხსნება თანამდებობიდან, აკრძალეს საკანში ექიმის შემოსვლა…” – სააკაშვილი

6908
273852163-415168607029734-2236358946854378309-n

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან საკანში ექთნის და ექიმის შესვლა აკრძალეს და ასევე, ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. ამის შესახებ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სააკაშვილის თქმითვე, პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან იხსნება თამთა დემურიშვილი, რომელიც გონების დაკარგვის დროს მას დაეხმარა:

“ჩემთან არ უშვებენ პირად ექიმს, რადგან პირადი ექიმი დააფიქსირებს მდგომარეობის ყოველდღიურ გაუარესებას, რაც სამწუხაროდ ხდება. დღეს გავიგე რამდენიმე ახალი ამბავი:

1 – რაც გადამიყვანეს, ამ საკანში ორჯერ დავკარგე გონება. როდესაც საკანში გონს კარგავ და უნდა იყოს საშუალება, რომ სამედიცინო პერსონალი შემოვიდეს, 10 დღის წინ ციხის უფროსმა – მაგას ვინ ეკითხება, მაგას თავისი უფროსები ჰყავს – აკრძალეს ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში. ე.ი. ცუდად თუ ხარ სამედიცინო პერსონალი საკანში ვეღარ შემოდის, ეს არის ახალი ნორმა, რომელიც დაადგინა რუსთავის ციხემ.

2 – ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. ე.ი. იმ ამბულატორიაშიც კი, რომელშიც არის, 6 საათის შემდეგ და ყველამ იცის, რომ იმ პოზიციაზე, სადაც მე ვარ, ყველაზე დიდი საფრთხე არის გონების დაკარგვის, გულყრის და რაც არის – ღამის საათებში, ექიმი იმ საათებში აღარ არის.

დღეს გავიგე ახალი ამბავი – თამთა დემურიშვილი, რომელსაც ეყო სითავხედე, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად გადაიღო სელფი, მე ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც გონება დავკარგე და გულიკო ქილიფთარმა მოახდინეს ჩემი რეანიმაცია, იმისათვის, რომ არ მოვმკვდარიყავი, ამისთვის დაისაჯა და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან, ეს რა ყველაფერი დამთხვევაა?” – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.

ამასთან, სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ, სასამართლომ განჩინებით მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადეკვატური მომსახურება გაეწიოს. როგორც მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის მკურნალობის ისტორიას არ აძლევენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავად სააკაშვილის განცხადებებს ეყრდნობიან.

სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პოლიტიკოსები, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი. სასამართლოში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას 3 მოწმე მისცემს, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები