LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გავიდა 6 წელი რაც მამაჩემი გარდაიცვალა…მან თვალი გაუსწორა რეალობას და პოლიტიკიდან წავიდა, რაც არნახული იყო მაშინაც და დღესაც” – გუკა რჩეულიშვილი

247
BeFunky-collage - 2023-04-13T232929.758

გუკა რჩეულიშვილი მამის, ვახტანგ რჩეულიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს მისი გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.

„დღეს გავიდა 6 წელი რაც მამაჩემი გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდი მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომლის მიმართაც მე მუდამ ბევრი შენიშვნა მქონდა და დღესაც მაქვს. ახლა სხვა რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როცა 2003 წელს ვახომ, ედუარდთან ერთად არჩევნები წააგო, მან გაიაზრა თავისი მდგომარეობა, გაუსწორა თვალი რეალობას და პოლიტიკიდან წავიდა.

გადაშენების პირას მყოფ დინოზავრობას (არადა 50 წლის იყო მაგ დროს) არჩია თამაშს გასცლოდა და გზა ახალგაზრდებისათვის დაეთმო. რაც არნახული იყო მაშინაც და სამწუხაროდ დღესაც”, – წერს გუკა რჩეულიშვილი.

„ჩემი ყველაზე მთავარი ადამიანის დაბადების დღეა“ – გუკა რჩეულიშვილის გულთბილი მილოცვა ლელა კილაძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები