LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს განახლებული „შერატონი“ ოფიციალურად იხსნება

356
54210450_2122789264480279_9198760813391773696_n

Marriott-ის საერთაშორისო ქსელის წევრი Sheraton Hotels & Resorts-ი, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, დღეს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ საზეიმოდ ხსნის. 

„დიდი სიამაყით მივესალმებით მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ მსოფლიო ლეგენდის საქართველოში დაბრუნებას. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იწყებს ახალ სიცოცხლეს. განახლებული სასტუმრო, ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, კვლავ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის და ღირსეულად გააგრძელებს ლეგენდარული სასტუმრო ბრენდის საქმეს”, – აცხადებს პანკაჯ ბირლა, Marriott International-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, სასტუმრო რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა, გახსნის თარიღი კი რამდენჯერმე შეიცვალა (გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა). პროექტის ღირებულება 45 -დან 51 მილიონ დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები