დღეს, ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას ავიაკომპანია Jazeera Airways განახორციელებს. აღნიშნული რეისით საქართველოში 11 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი ბრუნდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოსა და ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული .
„კერძოდ, ცნობილი გახდა,რომ ავიაკომპანია Jazeera Airways ქუვეითის მოქალაქეების საქართველოდან რეპატრიაციის მიზნით, ასრულებდა ფრენას თბილისის მიმართულებით. მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.