დღეს ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი თამაშია. ფინალური მატჩისთვის ყველაზე მეტად ბუნებრივია მონაწილე ქვეყნებში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში ემზადებიან. ვნახოთ, რა დაწერეს ამ ორი ქვეყნის გამოცემებმა.
საფრანგეთი
L’Equipe: ლორდების დღე
La Dépêche: დიდების დღე
Courrier Picard: ყველანი საფრანგეთის უკან
Nord Éclair: მზადყოფნა ნომერი ერთი ტურნირის მთავარი ღამისთვის
Midi Libre: წინ!
Le Maine Libre: მზად არის თუ არა საფრანგეთი ისტორიის შესაქმნელად?
La Voix du Nord: ყველანი საფრანგეთის უკან
Ouest France: ფინალის დღე, დღესასწაულის დღე!
პორტუგალია
Record: ველოდებით სიხარულის ცრემლებს
A Bola: ჩვენ გავიმარჯვებთ!
Correio da Manhã: პორტუგალიის დღე. გუნდს სწამს გამარჯვების
Publico: 11 მილიონი ადამიანი როგორც ერთი მთლიანი 11 მოთამაშესთან
Heraldo: კრიშტიანოს ქარიზმა გრიზმანის ნიჭის წინააღმდეგ
Diário de Noticias: თამაში ისტორიაში შესასვლელად
Jornal de Notícias: დაარტყი პორტუგალია, დაარტყი!