დღეს ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.
გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს. დრეს რიგით მეორე პროცესი გაიმართება.
ქართველი ექიმის საქმე სასამართლოში გრძელდება.
ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს
ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, დღეს სასამართლოზე, მის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი დაიცავს.
ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ხალხს მიმართა
ვაჟა გაფრინდაშვილი ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს