დღეს მართლმადიდებლები დიდ ხუთშაბათს აღნიშნავენ, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წორვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. მართლმადიდებლურ ტაძრებში დღეს წმინდა სახარებიდან იმ მონაკვეთს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის პირველად ზიარებაზეა საუბარი.
დღესვე შესრულდება ფეხბანვის წესი, რიტუალს სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე შეასრულებს და 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.