LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

690
ბავსჰვი 88

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

რადიო „ფორტუნა“ უერთდება კამპანიას.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.

მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება.

ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს, რადგან იგი არათუ დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი, რომელიც პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა, არაა მემკვიდრეობითი და არც – გადამდები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები