LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება

118
21 მარტი

წელს უკვე მეცამეტედ, მსოფლიო 21 მარტს ჭრელი წინდებით ხვდება და ერთხმად აცხადებს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან – დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

დაუნის სინდრომი ქრომოსომული ცვლილებაა. ამ სინდრომით იბადება 800-დან ერთი ბავშვი, სინდრომი ერთნაირი სიხშირით გხვდება როგორც ბიჭებში, ისე გოგოებში.

ცნობისათვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2011 წელს დააარსა, მისი მთავარი მიზანი, ქრომოსომულ გენეტიკურ ცვლილებაზე ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპებთან ბრძოლა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაზე ზრუნვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები