LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დათიკოს ისრაელში მე-9 ოპერაცია ჩაუტარდა… ძალიან გთხოვთ, ისევ და ისევ გავერთიანდეთ…“

427
dati

ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა ცხადაძე შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:

„დღეს დათიკოს ისრაელში მე-9 ოპერაცია ჩაუტარდა, ვებრძვით ისევ სოკოს და საშარდე გზების ინფექციას, ძალიან გთხოვთ, ისევ და ისევ გავერთიანდეთ, მისი მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დათისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო და შეკელი მნიშვნელოვანია. ვინც ვერ ახერხებთ მონახულებას, მზად ვარ გემსახუროთ, ხუთშაბათს და პარასკევს მივდივარ დათიკოსთან.  მადლობა ყველას გვერდზე დგომისათვის“.

შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903

(მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის)

ზარის საფასურია 1 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები