„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამიას მეუღლემ განაცხადა, რომ მას სხვა მოლოდინები არც ჰქონდა.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე. მე სხვა იმედი გეუბნებოდით კიდეც, რომ არ გვქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ამ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას.
გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“
მე ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლეების, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებიდან.
ამიტომ მხოლოდ წინ და მხოლოდ საბოლოო გამარჯვებამდე.
მათ თავიანთ სინდისთან არაფერი არ ესაქმებათ. ისინი თავიანთ შვილებს თვალებში ვერ ჩახედავენ. მომავალ თაობას ვერ ჩახედავენ თვალებში და ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთები, როგორიც დღეს ვნახეთ.
და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც უფრო ნაკლებად გვეყოლებიან ასეთი ადამიანები, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ მათი შვილებისთვის და მათი შვილებისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელით.“ – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „მთავარ არხთან“ საუბრისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა