LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი მიზანია, ხალხი გავამხნევო, ხვალ თუ საჭირო გახდა, იარაღს ავიღებ ხელში და ჩემს ქვეყანას დავიცავ“  – სვიატოსლავ ვაკარჩუკი

64
vakarchuki

პოპულარული უკრაინული ჯგუფის Okean Elzy-ის სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი აგრძელებს მოგზაურობას ქვეყნის ყველზე ცხელ წერტილებში, რათა უკრაინელ ხალხს ყველაზე მძიმე მომენტში გვერდში დაუდგეს. ის ჯგუფის წევრებთან ერთად ქალაქიდან ქალაქში გადადის და მათთვის მცირე საკონცერტო წარმოდგენებს აწყობს. ინტერვიუში, რომელსაც ის „რადიო თავისუფლებას“ აძლევს, მუსიკოსი ამბობს, რომ ახლა ის სამხედრო პირია და არა მომღერალი.

„მე ახლა ლეიტენანტი ვარ, ჩემი დავალებაა, ავუმაღლო ხალხს საბრძოლო განწყობა, ხვალ თუ საჭირო გახდა, იარაღს ავიღებ ხელში და ჩემს ქვეყანას დავიცავ“.

კითხვაზე, როგორ აფასებს ის იმ არტისტებს, ვინც ომზე საუბარს დუმილი ამჯობინა, ვაკარჩუკი პასუხობს.

„ომს ორი მხარე აქვს, შავი და თეთრი. შენ ან თეთრი მხარეს ხარ და იცავ შენს ქვეყანას, დებ მასში შენს რესურსს, ან ხარ ბნელი. ყველა ვინც დუმს და ამბობს, რომ ეს მისი საქმე არაა, რუსეთი მხარეს დგას“, – ამბობს მუსიკოსი.

დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ! მსოფლიო, ნიურნბერგის შემდეგ, უდიდესი საერთაშორისო ტრიბუნალისთვის უნდა მოემზადოს! – რა კადრებს ავრცელებს უკრაინელი მუსიკოსი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები