LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალია – ლაშა პაპაშვილი

150
60181f9dcd319

„ბიზნესი დღეს თავისუფალია წნეხისგან, პრობლემა უფრო ბიუროკრატიაა, იქ სადაც ჭირს მენეჯმენტი”,  – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა TV პირველის ეთერში, სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ბიზნესს დროში გაწელილი გადაწყვეტილებები უფრო აწუხებს, ვიდრე –  გავლენები.

„წინა ხელისუფლების პერიოდში იყო თხოვნებიც და ზოგჯერ მოთხოვნები, მაგრამ შენატანი არასდროს გაგვიკეთებია. ამ ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, ბიზნესი წნეხისგან 100%-ით თავისუფალია. 8 წლის განმავლობაში ვერ ვიხსენებ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონოდა, შეიძლება კონკრეტული რაღაცეები მოხდა, კონკრეტული ფაქტები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წნეხია ბიზნესზე“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა ბიუროკრატიაა.

„მისი აღმატებულება მენეჯმენტი, კარგი გუნდის ჩამოყალიბება ადვილი თემა არ არის“, – ამბობს პაპაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები