LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, მათ შორის ჰესებს” – ბიძინა ივანიშვილი

106
ბიძო ჰესებზე

ბიძინა ივანიშვილი ჰესების მხარდასაჭერად – ქართული ოცნების თავმჯდომარე “ვაიპატრიოტებს” უწოდებს ყველას, ვინც მშენებლობებს და განსაკუთრებით ჰესების განვითარებას ებრძვის.

ივანიშვილი ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბალანსი ვერ შენარჩუნდება, თუ პარალელურად  სხვა ენერგიები არ განვითარდა.

დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას. მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა, უნდა გამოვიყენოთ“, – აცხადებს ივანიშვილი.

„ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მე ისინი გადავარჩინე...ეს ჩემი ჰობია" - ბიძინა ივანიშვილი

ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს

მისი თქმით, ხალხის ინფორმირებისათვის მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს.

ის ინტერვიუში ქვეყნის აღმშენებლობის განვითარებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მთავარი სწორი პროექტირებაა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ბავთობითა და გაზით მდიდარი არ არის, თუმცა რა რესურსიც არსებობს, იმას “ რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უნდა“ – აცხადებს ივანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები