დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, თბილისში, მზიურის პარკში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
პარკში წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტები, თოჯინების თეატრის წარმოდგენები. აგრეთვე საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ღონისძიებები განხორციელდება მხოლოდ ღია სივრცეში. აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში 16-დან 20 საათამდე პერიოდშია გაწერილი.
დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება.