დღეს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 38 წელი შეუსრულდებოდა.
ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ, ეს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა – ვაჟა გაფრინდაშვილი
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს შავ სიას იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენასა და დაფარვაში.