LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს არცერთი ჩვენთაგანი არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს – გურამ კაშია

362
ნაკრები 33

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან მტკივნეული მარცხის (1:7) შემდეგ, პირველი არხთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა და მარცხისთვის, რომელიც „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველა დიდი ანგარიშით წაგება გამოდგა, ბოდიში მოიხადა.

საქართველო ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

„სალაპარაკო ძალიან ბევრია. მაინტერესებს, ფეხბურთელები შემდეგ შეხვედრას როგორი განწყობით ითამაშებენ. ასეთის შემდეგ ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ მომავალ დაპირისპირებაში რეაქცია ვაჩვენოთ. დღეს სისუსტეც გამოვავლინეთ ყველა ფეხბურთელმა.

რა თქმა უნდა, შეიძლება ესპანეთის ნაკრებთან წააგო, ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთი შედეგით და თამაშით… ძალიან მწყდება გული. სტადიონზე მოსულ ხალხს იმედები გავუცრუეთ. რაც მე ნაკრებში ვარ, ასეთი სუსტი თამაში არ ჩაგვიტარებია.

ყველა ორთაბრძოლას ვაგებდით, ბევრად სწრაფად გადაადგილდებოდნენ. ამიტომ შანსი არ გვქონდა და ყველა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ყველზე დიდი პასუხისმგებლობას მე ვგრძნობ, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა მოძებნოს პრობლემა.

დღეს არცერთი ჩვენთაგანი არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს. გულშემატკივარს გული დავწყვიტეთ, მაგრამ შემდეგ შეხვედრაში საქმე აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“, – განაცხადა  გურამ კაშიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები