LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს აქციაზე ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ არის “ოცნების” მხარდამჭერი: ჩიხლაძე

81
სერგო-ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის “სახელისუფლებო აქცია საუკეთესო საბჭოთა და ჩაუშესკოს ტრადიციებში”.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, პარტიული აქციისთვის საპატრულო პოლიცია და უშიშროების სამსახური ქუჩებს არ წმენდს და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამაში მთლიანად სახელისუფლებო სტრუქტურები მონაწილეობენ. 

მისივე თქმით, დღეს აქციაზე იქნებიან დაშინებული საჯარო მოხელეები, რომელთა დიდი ნაწილი პარტიის მხარდამჭერი არც არის:

“ვის უმართავენ აქციას? მოსახლეობას უმართავენ კონტრაქციას? გაურკვეველია. დღეს ჩვენ აქციაზე ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ეს იქნება აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როცა კომუნისტურ პარტიას სახელმწიფო საწარმოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი გამოჰყავდა და წითელ დროშებს აფრიალებდნენ, თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ მათი უმეტესობა არ იყო საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი ან იდეურად კომუნისტი.

იმავეს აკეთებს “ქართული ოცნება”, ოღონდ საშიში არის ის, რომ ამას მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. 90-იანი წლების შემდეგ, პირველად მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას ახალისებს ქვეყანაში. პარტიული აქციააო – ამბობენ, რომელი პარტიული აქციისთვის იკეტება ქუჩები ორი დღით ადრე? რომელი პარტიული აქციისთვის წმინდავენ ქუჩებს საპატრულო პოლიცია, უშიშროების სამსახური? ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამაში მთლიანად სახელისუფლებო სტრუქტურები მონაწილეობენ და ძალოვანი სტრუქტურები არიან “ქართული ოცნების” ნების აღმსრულებლები.

არც ერთი სხვა აქციის დროს ისინი ორი დღით ადრე არ ასუფთავებენ ქუჩებს, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რასაც ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები ვამბობთ, რომ ზღვარი “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფოს შორის წაშლილია. ეს არის სახელისუფლებო აქცია საუკეთესო საბჭოთა და ჩაუშესკოს ტრადიციებში, არ მინდა ცუდი მაგალითი გამოვიყენო, მაგრამ ისიც ასე აწყობდა ბოლო დღეებში თავის მხარდამჭერ აქციებს.” – განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 17:00 საათზე მმართველი პარტია თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას მართავს.

აქციაზე დამსწრეთა მსურველები თბილისისკენ უკვე მოემართებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები