LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს 13 მაისია: ყველაზე დიდი გამარჯვების დღე (ვიდეო)

124

დღეს ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეა: 1981 წელს თბილისის „დინამომ“ ევროპული ტიტული მოიგო. არც მანამდე და მით უმეტეს არც დამოუკიდებლობის შემდეგ მსგავსი წარმატება არ გვქონია და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ამის შანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამიტომაც კიდევ უფრო ღირებულია ის, 36 წლის წინანდელი ტრიუმფი.

აქ მოცემული ფოტო ერთ-ერთი იშვიათი კოლექციიდანაა, რომელიც ფართოდ არ გავრცელებულა.

1981 წლის 13 მაისი – თბილისის “დინამომ” ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის “რაინშტადიონზე”, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იენის “კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.


13 მაისი, 1981. ფინალი. გფრ, დიუსელდორფი, რეინშტადიონი. 9800

დინამო (თბილისი) 2:1 კარლ ცაისი (იენა, გდრ)

გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)

დინამო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები