საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მათ ანგარიშებზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა. 24 მაისის მონაცემები კასიანოვმა მედიას ბრიფინგზე გააცნო.
“ის თანხები, რომელიც ისევ შემოდის დახმარების სახით, ისევ მიმართული იქნება იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. საელჩო ყველა იმ ადამიანს დაუჭერს მხარს, ვინც არის მზად დაგვეხმაროს”, – თქვა კასიანოვმა და დასძინა, რომ საქართველოდან 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა 4 თვითმფრინავითა და 44 სატვირთო მანქანით.
ამასთან, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვის თქმით, საელჩოს მოლოდინი აქვს, რომ 1 ივნისიდან საქართველოში უკრაინელ ლტოვილთა განთავსების პრობლემა აღმოიფხვრება.
ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც 5 500 არასრულწლოვანია.
„ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას – უკრაინელი ლტოვილების მიღებისა და მათი განთავსების საკითხში და ამისთვის, საქართველოს მთავრობა გამოყოფს 7 მილიონ აშშ დოლარს.
ჩვენ ველით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ იქნება უახლოეს დროში მიღებული და აღარ იქნება პრობლემები უკრაინელი ლტოვვილების სსაქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, ამას ველოდებით 2022 წლის პირველი ივნისიდან,“ – განაცხადა კასიანოვმა და ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სამინისტროს უკრაინელი ბავშვებისთვის თბილისსა და ბათუმში სკოლებში უკრაინული სექტორების გახნისთვის.