LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღემდე პასუხი ვერ მივიღე – რისთვის ჩამოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშილის ბიძა

913
BeFunky-collage (6)

ექსპრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ასახელებს იმ მიზეზებს, რისთვისაც საქართველოში ჩამოვიდა.

“პირველი ეს არის, მიხეილ სააკაშვილის არაკანონიერი ყოფნა ციხეში, მისი პოლიტიკური დევნა, რომელიც უკვე არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. მეორე ჩემი ვალდებულება იყო, რომ ვყოფილიყავი ახლოს არა მარტო მასთან, არამედ ჩემს დასთან.

შემდეგი მიზეზია, 21 დეკემბერი, ჩვენ არა მარტო ამ დღეს, არამედ სხვა დაბადების დღეებსაც ყოველთვის აღვნიშნავთ მთელი ოჯახი, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს. სადაც იყო ყველგან ჩავდიოდი…

ჩამოვედი თუ არა, მე იმ წუთშივე მოვითხოვე მასთან შეხვედრა და რატომღაც დღემდე პასუხი ვერ მივიღე. ჯერ არც უარი და არც თანხმობა უთქვამთ. იმედი მაქვს, კეთილსინდისიერებას გამოიჩენენ…

ვიღაცას ჰგონია, რომ მიშას ცხოვრება დამთავრდა, მისი როლი დასრულდა. არავითარ შემთხვევაში, მიშას აქვს კიდევ დარჩენილი ბევრი პოზიტიური მუხტი, კიდევ აქვს ბევრი სიკეთის გაკეთების პოტენციალი, რასაც ის აკეთებდა კიდეც უკრაინაში”, – განაცხადა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში თემურ ალასანიამ.

“დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს ინვალიდიზაციას” – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ემპათიის“ დასკვნა ცნობილია

როგორც მითხრა, დაკლებული აქვს 7 კილო, მისი რეაბილიტაცია იმ გალიაში წარმოუდგენელია – დეკანოიძე სააკაშვილზე

ლიზა იასკო: მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც გამოიარა გლდანის საპატიმროში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები