LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ზუგდიდში ტრანსპორტი უფასო გახდა

118
1 ავტობუსი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, დღეიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა. ამის შესახებ გეგა შენგელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

„ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაავდგილდეთ. ახალი რეგულაციების მიხედვით, მოქალაქეების ტრანსპორტირება სოფლების მიმართულებით 18:00 საათამდე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შენგელიას თქმით, ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს. ზუგდიდს უფასო ტრანსპორტი, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მოემსახურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები