LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას” – კლუბი “მტკვარზე” განცხადებას ავრცელებს

119
1ojyk4zwe9xhpbj

კლუბი „მტკვარზე“ „ფეისბუკის“ გვერდზე წერს, რომ შენობა ისე დალუქეს, რომ ადგილზე არავინ იყო. კლუბი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციისთვის მზადებას იწყებს.

“გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას. ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას”,-ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები