დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა. ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი ლარის ნაცვლად უკვე 20 ლარით დაჯარიმდება.
ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმის გაზრდის კანონპროექტი, პარლამენტმა ორი თვის წინ, I მოსმენით მიიღო.
საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება
კანონპროექტით 10 ლარით მცირდება საურავის თახა. ანუ თუ ადამიანი დადგენილ 30 დღეში არ გადაიხდის ჯარიმას, მას საურავი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი დაეკისრება.
სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.
გაიგეთ უფრო მეტი:
უცნობია როდის ჩაერთვება პროგრამაში „თიბისი“ ბანკი.
ტრანსპორტში გადახდას დღეიდან სხვა პლასტიკური ბარათებითაც შეძლებთ