LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თბილისში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება

58

დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ეს ლოკაციები იქნება:

  1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);
  2. მ. გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);
  3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);
  6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან – ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, მთლიანობაში, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები