პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან დადიანის ქუჩის კვეთამდე.
შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა.