LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან სკოლის ბუფეტების შემოწმება დაიწყო

81

სურსათის ეროვნული სააგენტო დღეიდან სკოლის ბუფეტებში გეგმიურ ინსპექტირებას იწყებს.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი მიქაძის, განმარტებით, სკოლის ბუფეტებში გეგმიური ინსპექტირება ეტაპობრივად მოხდება და პირველ რიგში უფრო მაღალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები შემოწმდება.

„რისკის შეფასების ოთხი კრიტერიუმი გვაქვს. შერჩევის შედეგად, სკოლებს, რომლებსაც მაღალი ქულა ექნებათ, ჯერ ისინი შემოწმდებიან, შემდეგ საშუალო და დაბალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრებათ. ბუფეტებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტებზე უკვე ორი სკოლა დაჯარიმდა. დაჯარიმება ხდება  მითითებების შეუსრულებლობაზე, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის გამო,“ – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

სკოლის ბუფეტების გეგმურ შემოწმებასთან ერთად, სააგენტო არაგეგმიურ ინსპექტირებასაც ახდენს. არაგეგმური შემოწმება საჩივრის ან შეტყობინების შესვლის შემთხვევაში ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები