დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოქალაქეები კვლავ ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე.
ამასთან, ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა – გაგრილების სისტემის ჩართვა.
აღსანიშნავია, რომ რეგულაციების შემსუბუქება შეეხო შაბათ-კვირის შეზღუდვასაც და მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე კვირიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.