LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში პენსია იზრდება

101
old-people-1553347-1280-e1546932278761

ქვეყანაში პენსია იზრდება. დღეიდან, ანუ 1-ლი ივლისიდან, 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ რამდენიმე თვის წინ მიიღო. იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასევე დღეიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ (ჯამში 250 ლარი თვეში).

პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები